მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GGF იშბანკ საქართველოს 6.1 მილიონი ევროს ოდენობის ხუთწლიანი სესხი გამოუყო

BM.GE
24.12.21 10:23
407
მწვანე ზრდის ფონდმა (GGF) იშბანკ საქართველოს 6.1 მილიონი ევროს ოდენობის ხუთწლიანი სესხი გამოუყო. როგორ იშ ბანკში განმარტავენ, ახალი ინვესტიცია ხელს შეუწყობს იშბანკ საქართველოს, გაზარდოს მწვანე დაფინანსება ქვეყანაში, კერძოდ, მოზიდული სახსრები მიმართოს ისეთი პროექტების დაფინანსებისკენ რომლებიც ენერგო და რესურს-ეფექტურია. აღნიშნული რესურსი საშუალებას მისცემს ბანკს, შესთავაზოს სესხები იმ კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნესებს, რომლებიც, მაგალითად ენერგოეფექტური საცხოვრებელი შენობების აშენებას, ან მზის პანელების სისტემის დამონტაჟებას გეგმავენ. „მოსალოდნელია, რომ ინვესტიციების შედეგად წლიურად დაახლოებით 3,700 მგვტ/სთ ოდენობის ენერგო რესურსები დაიზოგება და 700 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილება მოხდება" - აცხადებენ იშ ბანკში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები