მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა თანამშრომლებს სამომავლო გეგმები და ხედვები გააცნო

64b5453b80450
BM.GE
17.07.23 17:40
354
GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ერთად თანამშრომლებთან შეხვედრების ფარგლებში ოთხ ძირითად, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე იმყოფებოდა.

ხოსე მიგელ სანტოსმა ჟინვალჰესის, ღრმაღელეს სათავე ნაგებობის, სატრანსპორტო, საავარიო და სამშენებლო სამსახურების, ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური ლაბორატორიისა და სათავო ოფისის თანამშრომლებს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და Aqualia-ს სამომავლო და საინვესტიციო გეგმები გაუზიარა.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. ხოსე მიგელ სანტოსმა აღნიშნა, რომ Aqualia-ს გრძელვადიანი და ოპერატიული მართვის გეგმები ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის ახალი ეტაპის დასაწყისის გარანტია. კომპანია თავის საექსპერტო და პროფესიულ საერთაშორისო კვალიფიკაციას თბილისის წყალმომარაგების განვითარებისთვის მაქსიმალურად გამოიყენებს.

“თბილისის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ვგეგმავთ ჯივიპის თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას, ასევე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ესპანელი სპეციალისტების გამოცდილებისა და ევროპული სტანდარტების გაზიარებით.” - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

GWP-ის ახალი მფლობელი წამყვანი ესპანური წყალმომარაგების კომპანია Aqualia 2023 წელს წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. Aqualia დღეს 43 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 18 ქვეყანაში ემსახურება, მათ შორის უკვე საქართველოშიც.

NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები