მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ამილახვარი კერძო სკოლების დირექტორებს შეხვდა

64533f99be3ac
BM.GE
04.05.23 09:13
537
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

საუბრისას გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ განათლების ნებისმიერ საფეხურზე, იქნება ეს საჯარო, თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტსა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზოგადი განათლების განვითარების საქმეში, მნიშვნელოვანია კერძო სკოლების განვითარებაზე ზრუნვა და სამინისტრო ამ კუთხით მათი აქტიური მხარდამჭერი იქნება.

თავის მხრივ, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

განათლების სამინისტროს ცნობით, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები