მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ბაჩიაშვილი საფონდო ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს

6275246b083f5
ნინო ტაბატაძე
06.05.22 17:36
1890
“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც 2014 წლიდან არის „საქართველოს საფონდო ბირჟის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საბჭოს ტოვებს. ცვლილებებზე საფონდო ბირჟის აქციონერები 30 მაისს იმსჯელებენ.

ცნობილია ბაჩიაშვილის შემცვლელის ვინაობაც. ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში ასევე „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეა ჯოხაძის კანდიდატურაა წარდგენილი. თუ ის აქციონერთა მხარდაჭერას მოიპოვებს, საბჭოში 3 წლის ვადით აირჩევენ. საბჭში ასევე 3 წლის ვადით გაუხანგრძლივდება უფლებამოსილება ირაკლი კირტავას.

აქციონერთა კრებაზე ბირჟის 2021 წლის ფინანსურ შედეგებსაც განიხილავენ. გასული წელი ბირჟამ 299.2 ათასი ლარის ზარალით დაიხურა, 2020 წლის 105 749 მოგების შემდეგ. საფონდო ბირჟაზე 2021 წელს 59 მლნ ლარის გარიგებები დაიდო, თუმცა თანხის უდიდესი ნაწილი 55 მლნ-ზე მეტი არასაბირჟო გარიგებებზე მოდიოდა.

2 მაისის მდგომარეობით, ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებულია 23 კომპანიის ფასიანი ქაღალდი, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 748 მლნ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები