გიორგი ჩიქოვანი „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (GOGC) სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს.
„ენერგერიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი GOGC-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2020 წლიდან იყო. მას საბჭოში გიორგი ჩაჩიბაია შეცვლის, რომელიც ამავე დროს სს „ნამახვანის“ დირექტორია. ცვლილებაზე გადაწყვეტილება „საპარტნიორო ფონდმა“ უკვე მიიღო. სწორედ "საპარტნიორო ფონდის" აქტივებში ირიცხება კორპორაცია.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ სამწევრიანი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარეა ვაჟა ხიდაშელი, წევრები ლეონტინა გალდავა და ახლა უკვე გიორგი ჩაჩიბაია.