მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია - "ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მყოფი ნებისმიერი მოქალაქე სრულად მიიღებს მომსახურებას"

5e82048de2cb3
ინგა მურუსიძე
30.03.20 19:17
668
მოგეხსენებათ, ჩვენ ვიმყოფებოდით ზუგდიდში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს, მიიღებს სრულად იმ მომსახურებას, რომელსაც სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ენგურის რომელ მხარეს არიან ინფიცირებული ადამიანები, ეს ჩვენთვის სულ ერთია და რა თქმა უნდა, იქ, სადაც გვექნება შესაძლებლობა და საშუალება მივეხმარებით ყველას, როგორც სამედიცინო სერვისებით, ასევე, ყველა იმ საშუალებით, რომელსაც დღეს სახელმწიფო - საქართველო უწევს თავის მოქალაქეებს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები