საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია 5 ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„რურუა, კვარაცხელია, ფიჩხაია, ალადაშვილი, მარკელია… 33 ქართველი გმირიდან ბახმუტში/უკრაინაში ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის ბრძოლაში საერთო მტრის ხელით ბოლოს დაცემულები.
ისინი წარმოადგენენ ქართველ ხალხს და მის დაუმარცხებელ სულს და არა - საქართველოს დღევანდელი მთავრობა“, - წერს გიორგი გახარია.