მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კამკამიძე: უსიმპტომო პაციენტების ანტიგენის ტესტით გატესტვა არასწორი მიდგომაა

5ffee3a0f0820
ლიკა გურაბანიძე
14.01.21 09:45
1268

“უსიმპტომო პაციენტების ანტიგენის ტესტით გატესტვა არასწორი მიდგომაა,” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა. კამკამიძის თქმით, ამას თავისი ახსნა აქვს.

“ბევრი შემთხვევა იქნება, როდესაც ისეთ ადამიანებს დადებითი ტესტი ექნებათ, რომლებსაც არავითარი სიმპტომები არ აქვთ. ასეთი პირები PCR მეთოდით გადამოწმებას ექვემდებარებიან. ასევე, როდესაც ადამიანს სიმპტომები აქვს და მისი ანტიგენის ტესტი უარყოფითია, აქაც PCR-ით გადამოწმებაა საჭირო, მხოლოდ ანტიგენის ტესტით გადამოწმება არ არის ხშირად საკმარისი, მას უნდა ჰქონდეს დახმარება უფრო მაღალტექნოლოგიური მეთოდით. თუ თვითტესტირება მოხდება ან პასუხისმგებლობა იმ ობიექტზე გადავა, ვინც ტესტირებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს, აქ კეთილსინდისიერებაზეც დგას საკითხი და იმის ორგანიზებაზეც თუ როგორ მოხდება ტესტის პასუხის გადამოწმება, თუმცა ეს დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული", - აღნიშნა გიორგი კამკამიძემ.

“ნეოლაბის” დირექტორი მიიჩნევს, რომ ლაბორატორიებს საჭირო რაოდენობის ტესტირების ჩატარება შეუძლიათ, რადგან ქვეყანაში ტესტების შესაბამისი რაოდენობაა. მისივე განმარტებით, ეპიდემიური მრუდი უკვე დაღმასვლაშია თუ დღეს 11%-ია დადებითობის მაჩვენებელი, რამდენიმე კვირის წინ ეს 30% იყო, ხოლო თუ ქვეყანაში ვირუსის მაღალი გავრცელების რისკი აღარ იქნება, ბიზნესს ტესტირებების საჭიროებაც მოეხსნება.

“ნეოლაბის” დირექტორი, ასევე, მიიჩნევს, რომ დღეს დასავლეთის ქვეყნებში ხარისხიანი ვაქცინა იწარმოება და კარგი იქნება, რომ საქართველოში მაღალი ხარისხის ვაქცინის შემოტანა სწრაფად მოხდება. კამკამიძემ კომენტარი ბიზნესის გახსნასთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სამედიცინო სექტორის მოუმზადებლობამ აქ დიდი როლი ითამაშა.

“ეპიდემიოლოგების მხრიდან გარკვეული დასკვნები უნდა დაიდოს, თუ სად არის ინფექციის გავრცელების მაღალი საშიშროება, შემდგომ მოხდეს წერტილოვანი ჩაკეტვები და არა სრული, როგორიც ახლაა, თუმცა მას რეალურად წერტილოვანი შეზღუდვის სახელი ჰქვია. სამედიცინო სექტორის კრიზისმა გამოიწვია ის, რომ ბიზნესის ჩაკეტვა მოხდა”, - განაცხადა კამკამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები