გიორგი შაგიძემ თიბისი ბანკის მმართველი საბჭო დატოვა, თუმცა ის წლის ბოლომდე მრჩევლის როლში რჩება თიბისიში, რათა საქმის შეუფერხებელი გადაბარება მოხდეს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, თიბისიში შაგიძეს გიორგი მეგრელიშვილი ჩაანაცვლებს, რომელიც ფინანსურ დირექტორად უკვე დაინიშნა.
გიორგი მეგრელიშვილს აქვს საერთაშორისო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტისა და რისკების შესაბამისობაში. ის მუშაობდა ჰოლანდიაში Natwest Markets NV- ში, კაპიტალის რისკისა და სტრესის ტესტირების ხელმძღვანელად. მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, სადაც ხაზინისა და ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა.
"გიორგი მეგრელიშვილს ვულოცავ მთელი გულით. საუკეთესო კანდიდატია და ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ!
ახალ წლამდე ვრჩები ბანკში და ახალი წლიდან ვამზადები ახალი გამოწვევებისთვის"- წერს გიორგი შაგიძე ფეისბუქ გვერდზე.