თიბისი ბანკმა დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე ბანკს ტოვებს.
საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დღეს აცნობა. გიორგი ბანკის დატოვებას 2020 წლის დასრულებისას აპირებს.
ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ ვინ დაიკავებს მის ადგილს ან იგეგმება თუ არა სხვა ცვლილებები მენეჯმენტში. გიორგი შაგიძე ასევე იკავებს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოსტს თიბისი ბანკის უზბეკეთის ფილიალში.
“გიორგი შაგიძე თიბისი ბანკის გუნდს 2010 წელს შეუერთდა და ბოლო ათწლეულის მანძილზე ბანკის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჩვენ მას შესრულებული სამუშაოს და მთლიანად თიბისი ბანკის ჯგუფის განვითარებაში არსებული წვლილის გამო მადლობას ვუხდით და მას მომდევნო საქმიანობებში წარმატებებს ვუსურვებთ,”- ამბობს თიბისი ბანკის CEO ვახტანგ ბუცხრიკიძე.