მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ტყემალაძე საკრებულოს თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

61a9de79dcc95
ინგა მურუსიძე
03.12.21 13:07
510
თბილისის საკრებულოში მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიხსნა. სხდომა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. გიორგი კალანდარიშვილმა საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, არჩევნები შეაჯამა, თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთიანი ოქმი წარუდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს ნიკოლოზ კახეთელიძეს გადასცა.

ნიკოლოზ კახეთელიძის სიმბოლური თავმდჯომარეობით გახსნილ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე მეორე ვადით გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.

სხდომას არ ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც დარბაზი ბოიკოტის ნიშნად დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები