GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების უმაღლეს პროფესიულ პროგრამაზე რეგისტრაცია 10 სექტემბერს დასრულდება!
აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად პროფესიულ პროგრამაზეც დარეგისტრირდნენ!
რეგისტრაციის ბმული: https://vet.emis.ge/
2017 წელს, პირველად საქართველოში, GIPA-მ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაცია RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო (MCA-Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, NEBOSH-ის საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე, შეიმუშავა და დანერგა "შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების" 2 წლიანი, უმაღლესი პროფესიული პროგრამა. აღნიშნული პროფესიით GIPA-ს კურსდამთავრებულებთა 70% დასაქმებულია შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციაზე შემდეგ დარგებში: მშენებლობა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნავთობისა და გაზის მრეწველობა, ლოჯისტიკა, საზღვაო/საჰაერო/სახმელეთო ტრანსპორტი, მძიმე მრეწველობა, სამთო მრეწველობა, კომუნიკაცია, ტურიზმი, სარესტორნო და გასართობი ბიზნესი, ვაჭრობა, განათლება და კონსულტირება.
პროგრამაზე სწავლის ჯამური ღირებულება შეადგენს 7959 ლარს. აქედან, სახელმწიფო თანადაფინანსების თანხა განისაზღვრება 5854 ლარით, ხოლო სტუდენტის წლიური გადასახადი _ 1052.50 ლარით.
GIPA და ტერა ბანკი სტუდენტებს სთავაზობს გრძელვადიან, შეღავათიან სტუდენტურ სესხს, რომლის დაფარვა შესაძლებელია სწავლის დასრულების და დასაქმების შემდეგ.
ფასდაკლება შეეხებათ პირებს, რომლებიც სარგებლობენ შემდეგი სოციალური სტატუსით:
ა) სოციალურად დაუცველი;
ბ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე;
დ) იძულებით გადაადგილებული;
ე) ქართული ეთნიკური წარმოშობის (ლაზები, დეპორტირებული მესხები, ფერეიდნელი ქართველები და სხვა) უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც თავს მიიჩნევენ ქართული ეთნიკური წარმოშობის მქონედ და აქვთ ქართული გვარი ან ქართული ლინგვისტური იდენტობა;
ვ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები;
ზ) მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები;
დ) მრავალშვილიანი ოჯახების წევრი;
ე) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გარდაცვლილ პირთა შვილი/ოჯახის წევრი.