„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ და ასევე მესტიაში მოქმედი სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი თვლის, რომ ქვეყნიდან და კომპანიებიდან კადრების გადინების გამოწვევის გადაჭრა, მხოლოდ ღირსეული სახელფასო ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით შეიძლება. ამის შესახებ მან გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
ირაკლი გურჩიანმა მაგალითად, მის მართვაში არსებული კომპანიები მოიყვანა და აღნიშნა, რომ შემოსავლიან კომპანიებს ღირსეული ხელფასის გაცემის შესაძლებლობა აქვთ.
„ტოიოტა ცენტრი თბილისიდან“ კადრების გადინება საერთოდ არ გვაქვს. ამას ღირსეული სახელფასო ანაზღაურებითა და სხვა ბენეფიტების გაცემით ვახერხებთ. ანალოგიური მდგომარეობაა მესტიის სასტუმროშიც.
ხელფასი ერთადერთი პირობაა იმის, რომ კომპანიიდან ადამიანები არ გაგექცნენ. ჩემი რჩევაც ეს არის - სტაფის შესანარჩუნებლად კომპანიებმა ნაკლები უნდა მოიგონ, ცოტა მეტი თანამშრომლებს უნდა მისცენ. კომპანიები თუ მუშაობენ და შემოსავალი აქვთ, ამის შესაძლებლობა აქვთ“, - განაცხადა გურჩიანმა.