მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გისურვებთ ეკონომიკის აღდგენას, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ - თურნავა

61e11be4cf863
ინგა მურუსიძე
14.01.22 10:56
697
"ეკონომიკის აღდგენაში დარწმუნებული ვართ", - ამ სიტყვებით მიულოცა კალანდობა საქართველოს მოსახლეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ოზურგეთში იმყოფებოდა და კალანდობის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ნათია თურნავა საკალანდო ბაზრობას ესტუმრა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია დაათვალიერა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ კალანდობას გურიაში მომიწია ყოფნა, გავხსენით ახალი ტექნოპარკი, დავათვალიერე დამწყები, ძალიან ნიჭიერი მეწარმეების შესანიშნავი გამოფენა-გაყიდვა. მინდა, ყველას, მთელ საქართველოს და რა თქმა უნდა, გურიას, სადაც ახლა ვიმყოფები, ვუსურვო მშვიდობა, ბარაქა, განვითარება, ეკონომიკის აღდგენა - რაშიც ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ.

ყველა სირთულე, რაც კოვიდ-პანდემიამ მოიტანა, უკან დაგვრჩენოდეს და ყველაფერი ერთად გადაგველახოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები