მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალის გახსნა!

63e6184b0a098
BM.GE
10.02.23 14:08
1282
10 თებერვალს, 17:00 საათზე სასტუმრო Hilton Batumi-ში გაიმართება სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ ბათუმის ფილიალის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება.

მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ, როგორც კომპანიის, ასევე იმ პროდუქტების შესახებ, რომლით სარგებლობასაც მომავალში შეძლებენ.

ახალი ფილიალი მნიშვნელოვნად დაეხმარება აჭარის რეგიონის მოსახლეობას, ადგილზე ისარგებლონ მათთვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტით და მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება.

ჩვენი დაზღვევა საერთაშორისო პროდუქტია, რომლის უპირატესობასაც წარმოადგენს პროვაიდერების ფართო ჩამონათვალი, დაფარვის საერთაშორისო არეალი და მოიცავს:

▪ ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევას
▪ ავტო დაზღვევას
▪ სამოგზაურო დაზღვევას
▪ ქონების დაზღვევას
▪ ბიზნეს დაზღვევას

კომპანიის უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში: საერთაშორისოობა, განსხვავებული სადაზღვევო პოლისები, რისკების სწორი მართვა, შექმნილი სიახლის პრაქტიკაში დანერგვა და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურეობა. სწორედ ეს განაპირობებს მაღალ სანდოობას ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: საქართველოს რაგბის კავშირი, GIZ, PWC, BDO, ფილიპ მორისი, ზუმერი, საფრანგეთის საელჩო, UGT და ა.შ.

ღონისძიების დასასრულს, მოწვეულ სტუმრებს შორის შერჩევითობის პრინციპით გათამაშდება ჯანმრთელობის დაზღვევის 1 წლიანი პაკეტი.

,,გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“- დაზღვევა საზღვრებს გარეშე.


NS

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები