მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილბანკი საუკეთესოდ  დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

საქბანკი
BM. GE
18.08.23 13:07
8
სტატიაში საუბარია:

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს  შორის საქართველოს ბანკის მობილბანკი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში, საუკეთესოდ დაასახელა.

გამარჯვებული ბანკები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე;
  • ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო სპექტრი;
  • ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის;
  • აპლიკაციების დიზაინი და ფუნქციონალი და სხვა.

„ხელოვნური ინტელექტისა და მანქანათმცოდნეობის სწრაფ წინსვლასთან ერთად, საუკეთესო ციფრული შეთავაზებების სტანდარტები მუდმივად ვითარდება. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოებს იმსახურებენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც გზას უხსნის დიჯიტალიზაციას“- განაცხადა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ რჩეული ფინანსური ინსტიტუტები Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების მიერ გამოვლინდნენ.

საქართველოს ბანკი 2023 წლის საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტად ქვეყნის მასშტაბით 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი - 8 კატეგორიაში დასახელდა.

ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ბანკმა აღიარება მოიპოვა შემდეგ კატეგორიებში:

  • საუკეთესო ციფრული ბანკი მომხმარებლებისთვის
  • საუკეთესო მობილბანკი
  • საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი
  • საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის
  • საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია
  • საუკეთესო ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
  • საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის
  • საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით
  • საუკეთესო ბანკი UX დიზაინის მიმართულებით
  • საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
  • საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსების სერვისებისთვის
  • საუკეთესო ღია ბანკინგის API სერვისები საქართველოში

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი საქართველოს ბანკი 2023 წლის გამარჯვებული შემდეგ ქვეკატეგორიებში გახდა:

  • საუკეთესო მობილბანკი
  • საუკეთესო ბიზნეს მობილბანკი
  • საუკეთესო ინოვაცია და ტრანსფორმაცია მომხმარებლებისთვის
  • საუკეთესო ბიზნეს ინოვაცია და ტრანსფორმაცია
  • საუკეთესო ბანკი სამომხმარებლო დაკრედიტების მიმართულებით
  • საუკეთესო ბანკი ვაჭრობის დაფინანსებაში
  • საუკეთესო ბანკი მომხმარებლებისთვის გადახდებისა და ციფრული ტრანზაქციების მიმართულებით
  • საუკეთესო ციფრული პროდუქტების შეთავაზებები მომხმარებლებისთვის

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები