მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Globalize მორიგ კონფერენციას ლონდონში გამართავს

BM.GE
04.11.22 09:20
223
Globalize მორიგ კონფერენციას ლონდონში მართავს. სან ფრანცისკოსა და პარიზის კონფერენციების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქართველი სტარტაპერები და ექსპორტიორები ლონდონში შეიკრიბებიან. კონფერენციაზე საქართველოდან ჩასულ სტარტაპერებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე შეხვდნენ, ბრიტანეთში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ადგილობრივ ტექ ქომუნითის, სავაჭრო ორგანიზაციებს და სხვა საჭირო პარტნიორებს, რაც ქართულ კომპანიებს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებაში დაეხმარება და მომავალში მათ ევროპის ბაზარზე გაფართოებას შეუწყობს ხელს. Globalize-ის მორიგი კონფერენცია “GITA”-ს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის და “საქართველოს ბანკი ბიზნესის” მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები