მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალურ ბაზარზე საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი საერთაშორისო სალაშქრო ფესტივალის წარდგენის ღონისძიება

649c1901152dd
BM.GE
28.06.23 15:44
571
ევროკავშირის, შვედეთის, ავსტრიის, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სვანეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია დმო შან-ლანდის მასპინძლობით და HIGHLANDER Adventure Georgia-სთან თანამშრომლობით, გლობალურ ბაზარზე საქართველოში სალაშქრო პოტენციალის პოპულარიზაცია ხდება. ამასთან დაკავშირებით, 29 ივნისს, ორბეთში, სათიბეში, ღონისძიების წარდგენა და პრესკონფერენცია გაიმართება.

ღონისძიებაზე Highlander-ის გუნდი და დაინტერესებული მხარეები ერთიანდებიან, რათა კიდევ ერთხელ განაცხადონ, რომ 20-22 ივლისს მესტიაში საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი ჩატარდება და ხაზი გაუსვან მდგრადი სამთო ტურიზმის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ღონისძიების მიზანი ეკოლოგიურად სუფთა სათავგადასავლო ტურიზმის ფარგლებში პარტნიორების წვლილის ჩვენება და რეგისტრაციის მე-2 ტალღის წახალისებაა.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ჰაილენდერის შესახებ პრეზენტაციას, დაესრონ პრესკონფერენციას, დარეგისტრირდნენ ჰაილენდერის მთავარ ღონისძიებას და შემდეგ მონაწილება მიიღონ მცირე ლაშქრობაში ორბეთში.

Highlander Adventure Georgia არის ლიცენზირებული საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი, ბილიკები საგულდაგულოდ არის შერჩეული ადგილობრივი გამყოლების მიერ, რათა უზრუნველყონ უნიკალური გამოცდილება მონაწილეებისთვის. მდგრადი მიდგომით, Highlander ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკებს, მათ შორის ორგანული საკვების გამოყენებას, ნულოვანი ნარჩენების მიდგომას და ადგილობრივი ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას, მათი ჩართვით პროექტთან დაკავშირებულ აქტივობებში მათი სერვისებისა და პროდუქტების პოპულარიზაციისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით.

Highlander-ის გუნდი: „ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ტურიზმის მდგრად განვითარებას, რის შესაძლებლობასაც HIGHLANDER გვაძლევს. უფრო მეტიც, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებაში, რადგან ჩვენ ვცდილობთ პოპულარული გავხადოთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება გლობალური აუდიტორიისთვის. ჩვენი საბოლოო მიზანია ცნობილი გავხადოთ საქართველოს და მისი კონკრეტული რეგიონები, როგორც ლაშქრობის მთავარ მიმართულება, პატივი ვცეთ მის თვალწარმტაც ბუნებრივ პეიზაჟებს, მწვანე გარემოს, ენერგიულ თემებს, უნიკალურ წეს-ჩვეულებებს, გამორჩეულ პროდუქტებსა და განსაკუთრებულ მომსახურებას.“

HIGHLANDER გვაძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ ლაშქრობას ადგილობრივ საზოგადოებაში როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი, ასევე, ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების ხელშეწყობას ქვეყანაში. პროექტი ასევე ხელს უწყობს საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას. რაც შეეხება გლობალურ მნიშვნელობას, პროექტი ეხმარება წარმოაჩინოს ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი პოტენციალი ფართო აუდიტორიისთვის. Highlander მიზნად ისახავს სვანეთის, როგორც საუკეთესო სალაშქრო ადგილის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მის ბუნებრივ ადგილებს, მწვანე გარემოს, ხალხს, ადათ-წესებს, პროდუქტებსა და სერვისებს პოპულარიზაციას.

პროექტის პარტნიორები ასევე არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი. მთის ტრასები სააგენტო, დანიშნულების მართვის ორგანიზაცია შან-ლენდ, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, პუმა, სტეპენი, ვორლდ კლასი, ისთ ფოინთი, ბილიკი, ტერმინალი, მარკეტერი, Spend 4 Seasons in Georgia.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ღნისძიების ვებსაიტზე: https://highlanderadventure.com/en-us/svaneti

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები