მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლობალური ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შენელდა - მსოფლიო ბანკი

BM.GE
11.01.23 14:30
219
მსოფლიო ბანკი გლობალური ეკონომიკური ზრდის მკვეთრ შენელებას ელის. მთავარი ფაქტორები გაზრდილი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები, შემცირებული ინვესტიციები და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პრობლემებია. „მყიფე ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ნებისმიერი ახალი უარყოფითი მოვლენა, როგორებიცაა მოსალოდნელზე მაღალი ინფლაცია, მის შესაჩერებლად საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ზრდა, COVID-19-ის პანდემიის ახალი ტალღა ან გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკის რეცესიას განაპირობებდეს. ეს იქნება პირველი შემთხვევა გასული 80 წლის განმავლობაში, როდესაც ერთი ათწლეულის განმავლობაში ორი გლობალური ეკონომიკური ვარდნა აღინიშნება - ნათქვამია ახალ ანგარიშში, სადაც მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობა 1.7%-ად არის შეფასებული, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაუარესებული მაჩვენებელია. როგორია მსოფლიო ბანკის მოლოდინები საქართველოსთან მიმართებით?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები