მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GMP სტანდარტებზე გადასვლისთვის კომპანიებს ვადა რამდენიმე თვით გაუხანგრძლივდათ - რეგულირების სააგენტო

617ba1a2da966
ინგა მურუსიძე
29.10.21 11:27
1133
2022 წლიდან, ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ფარმაცევტული საწარმოებისა და დისტრიბუტორებისთვის ახალი სტანდარტი ამოქმედდება.

კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან, ფარმაცევტულმა საწარმოებმა კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ. როგორც bm.ge-ს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში განუმარტეს, GMP სტანდარტის მიზანია უზრუნველყოს, რომ ფარმაცევტული პროდუქცია, რომელიც პირდაპირ ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას, საიმედო გარემოსა და პირობებში  მზადდებოდეს.

ამასთან, 2022 წლიდან, ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებს, ასევე კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის (GDP) სტანდარტის დაცვა მოუწევთ. კერძოდ, GDP გულისხმობს, რომ მედიკამენტები ინახება და ხდება მისი ტრანსპორტირება ისე, რომ დაცულია ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციით გათვალისწინებული გარემო პირობები სტანდარტებთან შესაბამისად.

როგორც რეგულირების სააგენტოში განგვიმარტეს, GDP-ს სტანდარტზე გადასვლის შემთხვევაში გამოცხადებულია ჰიბრიდული პერიოდი და კომპანიებს ახალ სტანდარტზე გადასვლა ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეუძლიათ, როდესაც საქმიანობის ნებართვა აქვთ მიღებული.

ინფორმაციისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 70-მდე ფარმაცევტული კომპანიაა, რომლებიც ადგილზე ქართულ მედიკამენტებს აწარმოებენ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე ხნის წინ ამ საკითხზე საუბრისას თქვა, რომ „არსებობენ საწარმოები, რომელთა არსებობა და იქ წამლის წარმოება სირცხვილია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები