მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gnomon Wise-ის ანალიზი: ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია და მოსახლეობის განწყობები

643f99df19ddc
BM.GE
19.04.23 11:33
525
კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ის დასკვნით, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებსა და ეკონომიკის ზრდის დინამიკას შორის სხვაობის მიზეზი მშპ-ის ზრდის ერთჯერადი ხასიათი, ეკონომიკის სტრუქტურა და ფასების დონის სწრაფი ზრდაა. 

"გასული წელი მაღალი ეკონომიკური ზრდით ხასიათდებოდა, რაც ბოლო წლებში საქართველოსთვის ნაკლებად დამახასიათებელია. ეკონომიკის სწრაფი ტემპით აღმასვლა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის ქვეყნებისთვისაც იყო დამახასიათებელი. მაგალითად, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა, ხოლო სომხეთის - 14.2%-ით. მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეფექტის გარეშე ეკონომიკის ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებში ამ საკითხთან მიმართებით შეფასებები არსებითად არ შეცვლილა. ბოლო გამოკითხვებით, მოსახლეობის უმრავლესობა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას უარყოფითად აფასებს. მოქალაქეთა აზრით, უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემა კვლავ აქტუალურია (CRRC, 2022; NDI, 2022).

ამდენად, ერთია ეროვნულ ანგარიშებში ასახული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და მეორეა მოსახლეობის უმრავლესობის შეფასება, რომელიც ვერ გრძნობს მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებს. კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ის დასკვნით, საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებსა და ეკონომიკის ზრდის დინამიკას შორის სხვაობის მიზეზი მშპ-ის ზრდის ერთჯერადი ხასიათი, ეკონომიკის სტრუქტურა და ფასების დონის სწრაფი ზრდაა", - წერია Gnomon Wise-ის ინფორმაციაში. 

ვრცლად საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ Gnomon Wise-ის ანალიტიკური სტატია

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები