მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gnomon Wise კვლევა: საჯარო სექტორის ემპირიული ანალიზი - მთავრობის ზომის შეფასება და მისი გავლენა ეკონომიკაზე

642d1c9389a4f
BM.GE
05.04.23 10:53
483
კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა გამოაქვეყნა კვლევა: „საჯარო სექტორის ემპირიული ანალიზი - მთავრობის ზომის შეფასება და მისი გავლენა ეკონომიკაზე“.

კვლევის თანახმად, საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მთავრობის ზომა არ მცირდება. ფართოდ გამოყენებული ინდიკატორებით, გრძელვადიან პერიოდში, მთავრობის ზომა უცვლელი ტენდენციით ხასიათდება, რომლის მიზეზი მოქმედი და გაუქმებული ფისკალური დისციპლინაა.

2019 წლამდე ფისკალური წესები მოიცავდა გადასახდელების 30%-იან ზედა ზღვარს, რომლის გაუქმების შემდეგ, ნაერთი ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები გაიზარდა. თუმცა, ამ უკანასკნელის კომპონენტში - ადმინისტრაციულ ხარჯებში - კლების ტენდენციაა. მიმდინარე ხარჯების ზრდა კი სოციალური ტრანსფერებს უკავშირდება, რომელიც 2010 წლიდან მკვეთრად გაზრდილია. მართალია ფისკალური ინდიკატორებით შეფასებული მთავრობის ზომა არ გაფართოებულა, მაგრამ საპირისპირო ტენდენციაა სხვა მაჩვენებლებით. მთავრობის როლი მთლიან შიდა პროდუქტსა და დასაქმებაში გაზრდილია. 2021 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 16.3% სამთავრობო მოხმარების წილი იყო.

ინსტიტუტი წერს, რომ პოლიტიკური ძალაუფლების ოპორტუნიზმი მკვეთრად შრომის ბაზარზე მთავრობის ინტერვენციაში ვლინდება. უმუშევრობის დაძლევისას პოლიტიკოსებისგან მოსალოდნელია აირჩიონ გზა, სადაც მთავრობებია დამსაქმებელი და არა კერძო სექტორი, რადგან ისინი არა სოციალური კეთილდღეობის მაქსიმიზაციაში, არამედ რენტის ძიებაში არიანი ჩართულები. ამ შემთხვევაში რენტა არამონეტარიზებული, პოლიტიკური ძალაუფლებაა, რომლის მიღწევის საშუალება გავლენიანი ჯგუფებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ასეთი რამ საქართველოს საჯარო სექტორშიც ვლინდება, რაც ამ უკანასკნელის დასაქმების მაჩვენებელი ასახავს. მთავრობის მთლიანი დანახარჯების გათვალისწინებით, საჯარო სექტორში დასაქმება მაღალია, რადგან საქონელი და მომსახურების მიწოდებისთვის უფრო მეტი რესურსია გამოყენებული, ვიდრე საშუალოდ საქართველოს მსგავს, ტრანზიციულ ეკონომიკებში.

ვრცლად, კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები