მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგა ბითაძე NBA-ის ახალ გუნდში გადავიდა

63eb41b37f1d5
ირაკლი მოდებაძე
14.02.23 12:34
685
ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე ,,ინდიანა პეისერსმა'' რამდენიმე დღის წინ გუნდიდან გაუშვა და ის თავისუფალი აგენტი გახდა. ახლა კი ბითაძე ,,ორლანდო მეჯიქმა'' დაიმატა.

გუნდის პოლიტიკის გათვალისწინებით, კონტრაქტის დეტალები არ გამჟღავნებულა. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, კონტრაქტი 2-წლიანია, ხოლო ხელფასი იმდენივე ექნება, რამდენიც ამ სეზონში ,,ინდიანა პეისერში'' უნდა აეღო - 4 მილიონ 765 ათასი დოლარი.

გოგამ მიმდინარე სეზონში ინდიანას მაისური 21-ჯერ მოირგო. საერთო ჯამში კი 2019 წლის დრაფტზე არჩეულ ქართველ კალათბურთელს სულ NBA-ის რეგულარულ სეზონში 170-ჯერ უთამაშია და აქედან 21 მატჩი სასტარტოში ხუთეულში დაიწყო. დრაფტზე გასვლამდე, გოგა ბითაძე "ჰიუნდაის", "თბილისის ვითას'', "სმედერევოს", "მეგა ბიმაქსისა" და "ბუდუჩნოსტის" ღირსებას იცავდა. ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" 35-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები