მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GOGC გაზს აუქციონზე ყიდის - რა ღირს საქართველოში მოპოვებული ბუნებრივი გაზი?

6467150ab8cc3
ნინო ტაბატაძე
19.05.23 23:40
5492
საქართველოში მოსაპოვებელ ბუნებრივ გაზი აუქციონზე იყიდება.

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აუქციონზე 5 მლნ კუბ.მეტრი ბუნებრივი გაზი გამოიტანა. საწყისი ფასი 1000 კუბ.მეტრზე დღგ-ს გარეშე 582.13 ლარია. ბიჯი 5.06 ლარს შეადგნს.

„ბუნებრივი გაზის მყიდველისათვის მიწოდება დამოკიდებული იქნება საბადოდან მოპოვების დინამიკასა და ფაქტობრივ მაჩვენებლებზე. ამასთან, „კორპორაცია“ არ იძლევა გარანტიას და/ან არ იღებს ვალდებულებას მოწოდების ჯამურ და/ან შუალედურ (თვის და/ან კვარტლის და/ან სხვა პერიოდის მიხედვით) მოცულობებთან დაკავშირებით“, - წერია აუქციონის დოკუმენტაციაში. ამასთან, საბოლოო ფასი არ მოიცავს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საფასურს.

აუქციონი 31 მაისს, 14 საათზე გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები