მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Golden Tulip Design Tbilisi: “ვეცდებით საერთაშორისო ასპარეზზე სასტუმროს ცნობადობა გავზარდოთ“

6405da146dbe6
ნანუკა ნარიმანიძე
06.03.23 20:47
731
„2023 წელს რამდენიმე მნიშვნელოვან გამოფენაში მივიღებთ მონაწილეობას, რათა საერთაშორისო ასპარეზზე სასტუმროს ცნობადობა გავზარდოთ,“ - ამის შესახებ სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

აღსანიშნია, რომ Golden Tulip Design Tbilisi-მა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ცერემონიალზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა, კერძოდ, სასტუმრომ საუკეთესო ბარისთვის და საუკეთესო გენერალური მენეჯერის ჯილდო მიიღო.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ელენე ოთარაშვილი აღნიშნავს, რომ გეგმები დიდია, სასტუმრო გარდა გამოფენებზე დასწრებისა, ღონისძიებებსაც აქტიურად ჩაატარებს და არტისტებს მოიწვევს.

„2023 წლის განმავლობაში ჩვენ მომხმარებლებსა და გულშემატკივრებს ბევრ ღონისძიებას შევთავაზებთ საუკეთესო არტისტებით, ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს საინტერესო გარემო და კონტენტი დავახვედროთ სტუმრებს“,- დასძინა მან.

ცნობისთვის, სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi 2022 წლის 9 სექტემბერს გაიხსნა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ დოლარის შეადგენდა. 77-ნომრიან სასტუმროში სტუმრებს რესტორანი, ლობი ბარი, ტერასა ბარით, ორი საკონფერენციო ოთახი და სპორტული დარბაზი ემსახურება. აღსანიშნია, რომ სასტუმროს შენობა მთლიანად ეკო-მეგობრული და ენერგოეფექტურია. ის 85 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები