მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გომი" აქციზის ზრდის ეკონომიკურ ეფექტზე: არ მგონია, ამით სახელმწიფოს რამე მოეგო

5d90906030100
ანუკა ჯოხაძე
29.09.19 17:00
1242
კომპანია “გომის” დაგეგმარების ხელმძღვანელი ზაზა თაბაგარი აცხადებს, რომ აქციზის ზრდამ სპირტიან სასმელებზე ადგილობრივი არყის წარმოებას დიდი პრობლემები შეუქმნა - გამოჩნდა ბაზარზე უაქციზო საქონელი, რომელიც მათ დიდ კონკურენციას უწევს.

“ჯამში, არ მგონია, რომ ამით სახელმწიფოს რამე მოეგო ”- ასე აფასებენ სპირტიანი სასმელების მწარმოებლები აქციზის ზრდის ეკონომიკურ ეფექტს.

მათივე თქმით, პროდუქტი, რომელიც არ კონტროლდება, დარტმას აყენებს ბიზნესსაც, მომხმარებელსაც და ბიუჯეტსაც.

“ბაზრებში, თუნდაც რესტორნებში რაღაც ჩამოსასხმელი, აღურიცხავი არყები იყიდება. უამრავი ხვრელი გაჩნდა. ეს ჩემი კომპენტენცია არ არის, თუმცა რაღაც რიცხვებს ვფლობ და ჯამში არამგონია სახელმწიფოს რამე მოეგო ამით. ვთქვათ გაზარდე აქციზი, აქციზი გაზარდე წარმოება შემცირდა - წარმოება შემცირდა - ადგილობრივ მუშა-ხელზე გადახდილი თანხა შემცირდა. საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ბიუჯეტში უნდა წავიდეს, შემცირდა. თანხა, რომელიც მუშა-ხელმა ვერ მიიღო ხარჯვაში არ წავიდა ბაზარზე. ეს თანხა, რაც მუშა ხელს უნდა აეღო, გავიდა საზღვარგარეთ, იმიტომ რომ იმპორტირებული მწარმოებლის მუშახელთან მივიდა“,- ამბობს ზაზა თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომ აქციზის ფასი ეტაპობრივად იზრდებოდა და ერთ ლიტრ არაყზე ჯერ სამი ლარი, 2015 წელს -6, ხოლო 2016 წელს 9 ლარი შეადგინა. შემდეგ კი მალევე 2015 წლის ნიშნულს 6 ლარს დაუბრუნდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები