მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღონისძიებების ორგანიზების ბიზნესი მუშაობისთვის მთავრობისგან რეკომენდაციებს ითხოვს

5ef8f7c8bff53
ანუკა ჯოხაძე
29.06.20 09:45
857
"ყველაზე მეტად გვჭირდება ზუსტად გაწერილი რეკომენდაციები", - ამის შესახებ ივენთ მენეჯერმა მაკა ყუბუსიძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ყუბუსიძე ამბობს, არსებობს სხვადასხვა რეკომენდაციები, რომლის მიხედვითაც დაშვებულია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარება, თუმცა მისი განმარტებით, ამ მიმართულებით უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რადგან უკვე დაიწყო დამკვეთების მხრიდან სხვდასხვა ღონისძიებების ჩატარების შესახებ შეკვეთების შემოსვლა.

"ყველაზე მეტად გვჭირდება ზუსტად გაწერილი რეკომენდაციები, ვიცოდეთ, რომ ასე უნდა იყოს და არ უნდა გადავუხვიოთ, რასაც მოვერგებით ჩვენ. ახლა ძალიან ბუნდოვნად არის ეს ყველაფერი. თითქოს რაღაცის გაკეთება შეგვიძლია, თითქოს რაღაცის გაქირავება შეგვიძლია, მაგრამ საბოლოოდ კონკრეტული ინფორმაცია მაინც არ გვაქვს. ეს ყველაფერი ასევე აისახება ბიუჯეტზეც. ჩვენ ვერ გავწერთ სწორად ბიუჯეტს, რომელიც დამკვეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი არ მეცოდინება ზუსტად რამდენი ადამიანი შეიძლება გადავიყვანოთ ერთი ადგილიდან მეორეზე. ახლა გვაქვს ძალიან სერიოზული დაკვეთა, რომელიც სადღაც 500 კაცს მოიცავს, სადღაც ნახევარი მათგანი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. დამკვეთს დიდი იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება", - ამბობს ივენთ მენეჯერი მაკა ყუბუსიძე.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები