Google-ის და Alphabet-ის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი აცხადებს, რომ მისი კომპანია 175 მილიონ აშშ დოლარზე მეტს გაიღებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ფერადკანიანთა დასაქმებაზე არიან ორიენტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, Google-ის ხელმძღვანელი ასევე აპირებს ფერადკანიანი ადამიანების რიცხვის გაზრდას კომპანიის მენეჯმენტში.სუნდარ პიჩაის განცხადებით, მისი მიზანია ფერადკანიანი ადამიანების დასაქმება მის კომპანიაში მინიმუმ 30%-მდე გაზარდოს 2025 წლისთვის.
ამჟამად, ფერადკანიანი ადამიანები Google-ის მთლიანი სამუშაო ძალის მხოლოდ 3.3%-ს შეადგენს.
პიჩაი აცხადებს, რომ 175 მილიონი აშშ დოლარიდან, 50 მილიონი აშშ დოლარი მცირე ბიზნესების დასაფინასებლად დაიხარჯება, რომლებიც ფერადკანიანთა დასაქმებაზე არიან ორიენტირებული, 100 მილიონი აშშ დოლარი - ფერადკანიანი მეწარმეების მხარდასაჭერად, ხოლო თანხის დანარჩენი ნაწილი ფერადკანიანთა გადამზადებას და ტრენინგებს მოხმარდება.