მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის ყოფილმა დირექტორმა $67.6-მილიონიანი იახტის ყიდვა გადაიფიქრა

ერიკ შმიდტი - Google

მიმდინარე წლის ივნისში, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Google-ის ყოფილმა დირექტორმა, ამერიკელმა ერიკ შმიდტმა, რომელიც ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტს თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ანტიგუა და ბარბუდაზე მიტოვებული სუპერიახტა, Alfa Nero $67.6 მილიონად შეიძინა. თუმცა, როგორც ჩანს, იახტის შესყიდვა გართულდა, რის გამოც შმიდტმა მისი შესყიდვა გადაიფიქრა.

საქმე ისაა, რომ აღნიშნული იახტა აშშ-ის მიერ სანქცირებულ რუს ოლიგარქს, სასუქების მაგნატ ანდრეი გურიევს ეკუთვნის. სანქციების გამო, ანტიგუა და ბერმუდას ხელისუფლებამ ამ იახტა დაისაკუთრა და ის აუქციონზე გამოიტანა, სადაც, მოგვიანებით, გამარჯვებულად ერიკ შმიდტი გამოცხადდა.

თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ანტიგუა და ბერმუდას ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა ანდრეი გურიევის შვილმა და სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შმიდტმა სუპერიახტის შესყიდვა გადაიფიქრა. “შმიდტმა გადაწყვიტა, რომ სამართლებრივი დავის გამო, გემს მის მფლობელობაში ვერ გადავიყვანდით, მაგრამ ეს სიმართლე არ არის, რადგან გემი ჩვენ გვეკუთვნის, მას სახელმწიფო ფლობს”, - განაცხადა აშშ-ში ანტიგუა და ბარბუდას ელჩმა, რონალდ სანდერსმა.

ანდრეი გურიევის იახტა, რომელიც აღჭურვილია, როგორც აუზით, ასევე ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენი მოედნით. თუმცა ის ერთადერთი იახტა არ არის, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიტოვებული აღმოჩნდა. საერთო ჯამში, აშშ-მა და მოკავშირე სახელმწიფოებმა რუსეთის არაერთი მდიდარი მოქალაქე დაასანქცირეს, რის გამოც, გადაადგილება ოცზე მეტ იახტას აეკრძალა, რომელთა ჯამური ღირებულება, Bloomberg-ის დათვლებით, $4 მილიარდის ფარგლებშია. 

აქვე, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ერიკ შმიდტზეც, რომელიც Google-ს თექვსმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად, ანუ 2001-2015 წლებში, შმიდტი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო, მოგვიანებით კი, 2015 წლამდე, აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. შემდეგი ორი წელი, ერიკ შმიდტმა Google-ის მფლობელ კომპანიაში, Alphabet-ში დაყო, სადაც კვლავ აღმასრულებელი თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. წლების განმავლობაში, ერიკ შმიდტს დიდძალი ქონება დაუგროვდა, რომელსაც Bloomberg-ი $20 მილიარდად აფასებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები