Google-ში კიდევ ერთი ქართველი დასაქმდა. ის თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ზაურ მეშველიანია. ამის შესახებ ინფორმაციას თავად თავისუფალი უნივერსიტეტი Facebook-გვერდზე ავრცელებს.
ზაურ მეშველიანი Google-ის მიუნხენის ოფისში პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის პოზიციაზე იმუშვებს.
„ზაური იმუშავებს Chrome OS Security & Privacy-ის გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე“, – წერს თავისუფალი უნივერსიტეტი Facebook-გვერდზე.
ცნობისთვის: Google-ის სათავო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს, თუმცა ყველაზე მსხვილ და პოპულარულ საძიებო სისტემას ოფისები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს.