მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ“ გაიხსნა

63e0f0ccd95cb
BM.GE
06.02.23 22:00
1852
გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „გორი ინნ“ გაიხსნა, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით სარგებლობს.

„გორი ინნ“ სასტუმროების მმართველი კომპანია Inn Group-ის ქსელს წარმოადგენს. სასტუმროს მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა.

"„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით გორში 120-ნომრიანი სასტუმრო გავხსენით, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ყოველი ასეთი თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ობიექტი დამატებითი შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის იმოგზაურონ საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში და აღმოაჩინონ ახალი ისტორიული ადგილები. მსგავსი მაღალი კლასის სასტუმრო ასევე ხელს შეუწყობს ვიზიტორთა დანახარჯებისა და ღამის თევების რაოდენობის ზრდას, რაც დადებითად აისახება ტურიზმის სექტორის დინამიკაზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასტუმრო 100 ადგილობრივ ადამიანს ასაქმებს, რაც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ცნობისთვის, „ინნ ჯგუფი“ 2015 წელს შეიქმნა და დღეს უკვე 10 კომპანიას აერთიანებს, მათ შორის სასტუმროებს ბაკურიანში, გუდაურსა და ქუთაისში, ასევე საწარმო „ალუტექ ჯორჯიასა“ და სამშენებლო კომპანია „ინნ დეველოპმენტს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები