მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Green Energy მარნეულში $11.5 მლნ-იანი ინვესტიციით მზის ელექტროსადგურს ააშენებს

620bd66191585
მარიამ იზორია
15.02.22 22:22
1928
კომპანია Green Energy $11.5 მლნ-იანი ინვესტიციით მარნეულში 25 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს აშენებს.

კომპანიის დამფუძნებელმა დავით შვანგირაძემ bm.ge-ისთან საუბარში აღნიშნა, რომ პროექტი 200 ჰა ტერიტორიაზე განხორციელდება. მისივე განმარტებით, მზის ელექტროსადგურის საშუალებით Green Energy ბაზარზე დაახლოებით 34 მლნ კვტ საათის ენერგიას გაყიდის.

“აღნიშნულ პროექტზე ნებართვა უკვე გვაქვს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მზის სადგური გვექნება, რომელიც ჩვენს ქსელში ჩაერთვება და დაახლოებით წელიწადში 34 მლნ კილოვატ საათს ბაზარზე გავყიდით.

ის, რომ ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე მოთხოვნა იზრდება, ამაზე კომპანიის მზარდი შემოსავლებიც მეტყველებს. კერძოდ ჩვენმა კომპანიამ Green Energy-მ, რომელიც ბიზნესებს მზის სადგურების ინსტალაციაში ეხმარება, 2021 წელს 2019 წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო”, - ამბობს დავით შვანგირაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები