მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრილზე შემწვარი წაბლის მწარმოებელი სტარტაპი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას გეგმავს

620bb1d16ad78
მარიამ იზორია
15.02.22 22:00
1597
გრილზე შემწვარი წაბლის მწარმოებელი სტარტაპი სამაცივრე მეურნეობის მოწყობას გეგმავს, რომლის საშუალებითაც პროდუქტს მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში შესთავაზებენ.

როგორც “წაბლის” დამფუძნებელმა გუკა გუდაძემ bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, საწყისად გურიაში სამაცივრე მეურნეობის იჯარით აღებას განიხილავენ, საჭირო ფინანსების მოძიების შემდგომ კი საკუთარი მაცივრებიც ექნებათ.

მისივე თქმით, გეგმებში პროდუქციის ზამთრის კურორტებზე, მათ შორის ბაკურიანსა და გუდაურში გაყიდვაც შედის. ამასთან “წაბლის” დაფასოებული შეფუთვები ქსელურ მარკეტებშიც გამოჩნდება.

“ჩვენმა სტარტაპმა ოპერირება 2019 წელს დაიწყო. პირველივე წელს გრილზე შემწვარ წაბლს მომხმარებლის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნედლეულს გურიაში ვყიდულობთ, თუმცა მომხმარებელს მხოლოდ სეზონურად ვემსახურებით. სწორედ ამიტომ, გეგმაში საკუთარი სამაცივრე მეურნეობის მოწყობა შედის, რათა შევძლოთ, რომ ბაზარზე მუდმივად ვიყოთ წარმოდგენილი. იქიდან გამომდინარე, რომ ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, საწყისად ვფიქრობ, სამაცივრე მეურნეობას ვიქირავებთ.

მიმდინარე წლის გეგმებში ზამთრის კურორტების ათვისება და ქსელურ მარკეტებში შესვლაც შედის”, - ამბობს სტარტაპერი.

ცნობისთვის, “წაბლი” ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. სტარტაპის საწყისი კაპიტალი 3 000 ლარს შეადგენდა. “წაბლი” ამ ეტაპისთვის ლესელიძეზე ერთ ობიექტს ფლობს და 3 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები