მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუბერნატორი: შევეცდებით მეტი რაოდენობით მოხდეს მარნეულის პროდუქტების რეალიზაცია

5ea0307a4bae4
ელენე გოგბერაშვილი
22.04.20 16:11
1009
მარნეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და ადგილობრივ თვითმართველობას დახმარებას სთხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო გადაადგილების პრობლემა აქვთ. შესაბამისად, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

საპროტესტო აქციაზე მისულმა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, რომ შეეცდებიან სოფლებში მსხვილი სატრანსპორტო საშუალებები შევიდეს, რათა გაცილებით მეტი პროდუქტის გამოტანისა და რეალიზაციის შესაძლებლობა იყოს.

"ჩვენ გვაქვს დისტრიბუცია აწყობილი. ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია არის, რომელსაც სოფლებიდან გადააქვს პროდუქცია. ახლაც შევიდნენ სოფლებში და ვეცდებით, რომ უფრო მეტი რაოდენობით მსხვილი სატრანსპორტო საშუალებები შევიდეს, მთ შორის ბოლნისშიც და გადმოიტანონ, რეალიზება გაკეთდეს მარნეულის პროდუქტის", - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები