მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდაურში Chuck Bar-ი იხსნება - რას შესთავაზებს სტუმრებს ახალი ბარ-რესტორანი?

63837c62c3c30
ვიქტორია მღებრიშვილი
27.11.22 20:00
1786
საქართველოს სამთო კურორტ გუდაურში, ზამთრის სათხილამურო სეზონის მოახლოებასთან ერთად, ახალი ბარ-რესტორანი Chuck Bar Gudauri ამოქმედდება. ახალი ლოკაცია არასტანდარტული სასმელების მწარმოებელი კომპანია Charlles Rullo-ს კვების ობიექტების განვითარების ნაწილია.

Chuck Bar Gudauri-ს კომპანიის დამფუძნებლები დეველოპერულ კომპანია „მარშალ გუდაურთან“ თანამშრომლობით აპარტამენტების კომპლექსში მდებარე სარესტორნე სივრცეში გახსენიან, შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის უკვე მიღებულია. როგორც Charlles Rullos-ს თანადამფუძნებელი ლევან ჩიკვაიძე BM.GE-სთან ამბობს, კომპანია ახალი ობიექტის მოსაწყობად 10-15 ათასი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და 10-15 სამუშაო ადგილს შექმნის.

„ბარ-რესტორანი სატესტო რეჟიმში 20 დეკემბერს ამოქმედდება და აქ აქცენტი კოქტეილებსა და მათზე მორგებულ სამზარეულოზე გაკეთდება. შიდა სივრცე თავისი ტერასით დაახლოებით 300 კვ.მ-ია და აქედან გამომდინარე 150-200 კაცის გამასპინძლება შეგვეძლება“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ლევან ჩიკვაიძე განმარტავს, რომ პარტნიორებმა ბარების გახსნის გადაწყვეტილება მიმდინარე წელს მიიღეს და პირველი ობიექტი ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე 30 000 დოლარამდე ინვესტიციით გახსნეს. მიზანი მათი წარმოებული არასტანდარტული სასმელის Charlles Rullos პოპულარიზაცია და ბაზარზე არსებული ამავე ტიპის სასმელების ხელშეწყობა იყო.

„მაისში, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე ჩვენი პირველი ობიექტი ღია Chuck Bar-ი გავხსენით. აქ Churles Rullo-სა და სხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული ბაზაზე კოქტეილების მენიუ შევადგინეთ და მომხმარებელს ხემსთან ერთად შევთავაზეთ. ინტერესი ძალიან დიდი იყო, ამიტომ ახალი ობიექტის გახანა, სწორედ გუდაურში სეზონისთვის გადავწყვიტეთ“, - უთხრა BM.GE-ს ლევან ჩიკვაიძემ.

დღეისთვის, კომპანია Charlles Rullos-ს ბრენდით წლიურად 5 000 ბოთლს აწარმოებს და მის რეალიზებას ჰორეკა სექტორში ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები