გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც BMG-ის საგანგებო სიტუაცის მართვის სამსახურში განუცხადეს ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთი ადამიანი კი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.