მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გუდვილი” მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

64b53ea4b2e80
თათია ჩაფიჩაძე
18.07.23 00:05
1580
ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილის“ ფილიალები მომხმარებლებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. კომპანიის გადაწყვეტილებით, მომხმარებელს მათ პროდუქციაზე წვდომა შეუზღუდავად, კვირაში 7 დღის განმავლობაში „თბილისი გალერიაში“ არსებული ობიექტის გარდა, ყველა ფილიალში აქვთ.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი ხაბაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ღამის საათებზე საერთო ბრუნვის 10% მოდის.

„ჩვენი ყველა ფილიალი მუშაობს 24სთ-იან რეჟიმში, გარდა „გალერია თბილისში“ არსებულისა. მათ შორის ჩვენი ბათუმის ობიექტებიც. საკითხი დგას ესე, რომ დავუბრუნდით 24 სთ-იან რეჟიმს, პანდემიამდე ჩვენ გვქონდა 24სთ-იანი მომსახურება საბურთალოს და ვაკის ობიექტში, ასევე ბათუმში, თუმცა კოვიდის გამო მოხდა 24 ამის შეჩერება.

ჩვენს მომხმარებლებს მიგრანტების გარეშეც ჰქონდა ეს მოთხოვნა, რომ 24 საათი გვემუშავა, რაც დასტურდება იმითაც, რომ ღამის 22:00 საათიდან დილის 10სთ-მდე ბრუნვა ყველა ობიექტზე საკმაოდ მაღალია. საერთო ბრუნვის დაახლოებით 10%-ს გადასცდა აქ გაყიდვები. დროის თვალსაზრისით არის განსხვავება, ყველაზე მოთხოვნადია 10:00-დან 01:00 საათამდე და შემდგომ უკვე, 6:00-7:00 საათიდან 10 საათამდე პერიოდი.

გადაწყვეტილება მოითხოვდა დამატებითი თანამშრომლების აყვანას, მათ აქვთ მოქნილი სამუშაო გრაფიკი რაც ითვალისწინებს სამ დღეში ერთხელ ცვლაში მუშაობას. ყველას მათ აქვთ დაზღვევა, არის სხვა ბენეფიტები, ფასდაკლებები საკვებ პროდუქტებზეც და ა.შ. რის ფონზეც ვახერხებთ კადრების შენარჩუნებას.“- განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები