მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამ ბაღდოშვილი: "წინ ვერ მივდივართ, პირიქით, რაღაც მომენტში უკან ვიხევთ"

61dbe1504a1eb
ლიკა გურაბანიძე
10.01.22 23:10
1348
რესტორანი “ჩვენის” დამფუძნებელი გურამ ბაღდოშვილი გადაცემა “საქმიან დილაში” ახალი წლის ღამის დატვირთულობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ “ახალი წლის ღამე ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო, გაზრდილი ხარჯებით.”

ბაღდოშვილი BMG-სთან 2021 წლის განმავლობაში გაზრდილ ფასებსა და სარესტორნე ბიზნესის სირთულეებზე პერიოდულად საუბრობდა. ის ახლაც აღნიშნავს, რომ 2022 წელს ამ კუთხით ცვლილებების მოლოდინი არ აქვს.

“საახალწლო ვახშამი ვიწრო წრეში გავაკეთეთ. არტისტები დავიქირავეთ, ვეცადეთ რაღაც გამოგვსვლოდა, თუმცა ამით მხოლოდ მიმდინარე ხარჯების დაფარვა შევძელით, რადგან მათი მომსახურება საკმაოდ დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული. ამით რესტორანმა მოგება ვერ ნახა.

ჯერ 14 იანვრის ჩათვლით კვლავ ახალი წლის დღეებია, თუმცა ეს ვითარება 15 იანვრიდან კვლავ შეიცვლება. ამჟამინდელი მდგომარეობა რესტორნის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის, საკმარისი არ არის. ვფიქრობ, რომ შეჯამების გაკეთებას აზრი არ აქვს, მიწას ერთ ადგილზე ვტკეპნით და წინ ვერ მივდივართ. პირიქით, რაღაც მომენტში უკან ვიხევთ", - აღნიშნა ბაღდოშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები