მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, წელს 100 000-ზე მეტი ვიზიტორი მივიღოთ - რაბათის ციხის მენეჯმენტი

642298022f50d
ლიკა გურაბანიძე
02.04.23 21:16
771
"2022 წელს კომპლექსს 91 240 ვიზიტორი ჰყავდა, ჩვენი ვარაუდით, წელს ეს მაჩვენებელი 100 000 უნდა გადასცდეს, - ამის შესახებ “ახალციხის ციხის” (რაბათი) დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს “ახალციხის ციხის” მენეჯმენტი ვარაუდობს იმასაც, რომ უცხოელი ვიზიტორები ქართველებს რაოდენობრივად გადააჭარბებენ.

“ახალციხის ციხემ” 2023 წელი პოზიტიურად დაიწყო და ვიზიტორების რაოდენობით ამ ეტაპზე კმაყოფილები ვართ. ვფიქრობთ, რომ ეს დინამიკა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ვიზიტორების რაოდენობა შემოსავლებზეც აისახება. წინასწარი პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან ტურიზმი არის სფერო, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული გათვლები მაინც გვაქვს.

თუ ყველაფერი კარგად იქნება და ტურიზმსაც ქვეყანაში ხელს არაფერი შეუშლის, ვვარაუდობთ, რომ 2023 წელს ქართველი ვიზიტორების რაოდენობას, უცხოელები გადააჭარბებენ”, - ზაზა განმარტა თამარაშვილმა.

2022 წელს “ახალციხის ციხემ” 91 240 ვიზიტორს უმასპინძლა. აქვე დან 50 224 საქართველოს მოქალაქე იყო, ხოლო 41 016 უცხოელი ვიზიტორი. კომპლექსის საერთო შემოსავალმა 2022 წელს 1 მლნ ლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები