ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაშია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს მორიგი მიმართვისას განაცხადა.
„დღეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ კარიმ ხანს ვესაუბრე. ის უკვე უკრაინაშია და მუშაობას შეუდგა, ამიტომ ოკუპანტები ყველა იმ სამხედრო დანაშაულზე აგებენ პასუხს, რომლებიც უკრაინელების წინააღმდეგ ჩაიდინეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: უკრაინამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ომის დაწყებიდან მესამე დღეს, 27 თებერვალს გაგზავნა, რომლის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გამო რუსეთის სამხედრო შესაძლო დანაშაულის გამოძიება დაიწყო.