რუსეთის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის, „გაზპრომის“ ვებგვერდი გათიშულია. მედიაკორპორაცია Russia Today-ის საიტი კი თითქმის ერთი დღე არ მუშაობდა. ჰაკერული დაჯგუფება „Anonymous”-ი ამტკიცებს, რომ ეს მისი დამსახურებაა და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საიტების, რომლთა გატეხვა/გათიშვა ჰაკერულმა დაჯგუფებამ 24 თებერვალს დაიწყო, მაშინ, როდესაც რუსეთმა ცეცხლი გაიხსნა უკრაინას. კიბერ-ომი დღემდე გრძელდება მთავარი მიზანი კი, ძლიერებისგან სუსტების დაცვაა და ეს პირველი შემთხვევა არაა. ვინ არიან „ანონიმები“? რას აკეთებდნენ სანამ ასე მასობრივად მტელი თანამედროივე სამყარო გავიცნობდით და როგორია მათი სამომავლო გეგმები რუსეთთან მიმართებით?