მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Halove „ბრწყინვალე STEM ინოვაციების ჯილდოს" გამარჯვებული გახდა

648078a42c65c
BM.GE
07.06.23 16:44
333
6 ივნისს, ევროპის ყველაზე მასშტაბურ მეწარმეობის ფესტივალზე GEN_E გამოვლინდა Johnson & Johnson-ის მიერ წარდგენილი ონლაინ ნომინაციის ბრწყინვალე STEM ინოვაციების ჯილდოს მფლობელი მოსწავლეთა კომპანია. ფესტივალში წელს მონაწილეობას 370 ათასი ახალგაზრდა მეწარმე იღებდა.  საქართველოდან მონაწილეობდა ქართული „მოსწავლეთა კომპანია“.

Johnson & Johnson-ის წარმომადგენლმა გამოაცხადა: “ჩვენ მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Halove-ის გამორჩეულმა გუნდმა JA Georgia-დან მოიგო პრესტიჟული Johnson & Johnson-ის მიერ წარდგენილი ჯილდო“.

Halove არის ინოვაციური კომპანია, რომელიც დაარსდა სტუდენტების მიერ, და მიზნად ისახავს სმენისა და მეტყველების დაქვეითებული საზოგადოებისთვის საკომუნიკაციო ბარიერების ნგრევას. მათი პროდუქტი, ჭკვიანი ხელთათმანი, რომელიც თარგმნის ამერიკულ ჟესტების ენას (ASL).

ამასთან, Halove საქართველოს სახელით მონაწილეობას იღებს ევროპის „სამეწარმეო განათლების ფესტივალის“ დასკვნით ღონისძიებებში, რომელიც 2023 წლის 11-14 ივლისს სტამბულში იმართება.

Halove მოსწავლეთა კომპანია მეწარმეობის საფუძვლების სწავლების ფარგლებში თბილისის N175 საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები