მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰამბურგის უნივერსიტეტი სტუდენტებს $1900 სტიპენდიას “არაფრის კეთებაში” სთავაზობს – Insider

5f4e81a6db78a
მარიამ ადამია
02.09.20 00:00
1937
გერმანიაში, ჰამბურგის სამხატვრო უნივერსიტეტი, ყველა სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას მოიგოს 1900 ამერიკული დოლარის ოდენობის სტიპენდია, საერთოდ არაფრის გაკეთებაში. პროგრამას სახელიც ასე ჰქვია - "სტიპენდიები არაფრის გაკეთებისთვის". ამის შესახებ გამოცემა Insider-ი წერს.

განცხადებების მიღება 25 აგვისტოს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება, ხოლო ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა გადააგზავნოს უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე წერილი და პასუხი კითხვაზე: რა უნდა გავაკეთო რომ ჩემი არაფრის კეთებით ირგვლივ ადამიანები არ დაზარალდნენ. ასევე უპასუხონ რისი გაკეთება არ სურთ? რამდენი ხნით და რატომ არის ის შესაფერისი ადამიანი სტიპენდიის მისაღებად. 

როგორც ინიციატორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები განმარტავენ, სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ამოძრავებს რწმენა, წარმატება, ზრდა და ფული, ამ ყველაფერმა კი ეკონომიკურ კრიზისამდე და სოციალურ უთანასწორობამდე მიგვიყვანა. ამიტომ გადაწყვიტეს ეს შეხედულებები ამოეყირავებინათ და ფულს გასცემენ არა საუკეთესო სტუდენტზე და შესრულებულ პროექტზე, არამედ უსაქმურობაში. იდეის ინსპირაციის წყარო კი, COVID-19-ის ლოქდაუნის დროს აქტივობის არარსებობა გახდა.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა უნივერსიტეტის სტუდენტს მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა გამარჯვებული იქნება მხოლოდ სამი კანდიდატი. ამ დროისთვის დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობა მზარდია და განცხადებები ყოველდღიურად შედის უნივერსიტეტში, მათგან საუკეთესო და იღბლიან სამს კი სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს. მონაწილეობის მიღება თავისთავად ქართველ სტუდენტებსაც შეუძლიათ, დისტანციურად, სულ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემითა და გადაგზავნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები