მსოფლიოში მეორე ყველაზე დიდი საცალო გაყიდვების კომპანია H&M-ი, მარტი-მაისის პერიოდის 50%-აინი შემცირების შემდეგ გაყიდვების გაუმჯობესებულ მონაცემებზე აცხადებს. კომპანია აღნიშნავს, რომ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია მეორე კვარტალში, მას შემდეგ რაც COVID-19-ის გამო დაწესებული აკრძალვების შემსუბუქება დაიწყო. ამის შესახებ ინფრომაციას Reuters-ი ავრცელებს.
შვედური კომპანიის წმინდა გაყიდვები, მარტი-მაისის პერიოდში 50% იყო შემცირებული, რა დროსაც ამ მაჩვენებელმა 3.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ კომპანიის ონლაინ გაყიდვების მაჩვენებელი 36%-ით გაიზარდა.
H&M-მა მაღაზიების გახსნა აპრილის ბოლოდან დაიწყო და კომპანიის განცხადებით, გაყიდვების გააქტიურება განსხვავებულია ბაზრების მიხედვით. ამჟამად კომპანიის მაღაზიების დაახლოებით 18% ისევ დროებით დახურულია.
რაც შეეხება მის ყველაზე დიდ კონკურენტ Inditex-ს (Zara-ს მფლობელი კომპანია), Inditex-მა გაყიდვების 44%-ით შემცირებაზე განაცხადა თებერვალი-აპრილის პერიოდისათვის, ხოლო ამჟამად ბრენდის გაყიდვები 34%-ით შემცირებული რჩება.
შეგახსენებთ, რომ H&M-ი მსოფლიოს მასშტაბით 5,058 მაღაზიით არის წარმოდგენილი.