მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა H&M-მა ძველი ტანსაცმლის გადამამუშავებელი ტექნოლოგია LOOP-ი წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა, იმ პროექტის ნაწილია, რომელიც სრულიად ცირკულარულ ტექნოლოგიებზე გადასვლას გულისხმობს და მიზნად ისახავს ძველი ტანსაცმლის მატერიის ხელახლა გამოყენებას.
დანადგარი Loop-ი ძველ ტანსაცმელს ანაწევრებს, შემდეგ კი ქმნის ქსოვილს, რომლითაც ახალი ტანსაცმელი იკერება.
დანადგარი არ გამოიყენებს წყალს და ქიმიკატებს, რაც ქსოვილის წარმოებას ეკოლოგიურს ხდის.
სტოკჰოლმის მოსახლეობას შეუძლია ჩააბაროს ძველი ტანსაცმელი, რაშიც მათ კომპანია $11-დან $16-დოლარამდე უხდის. ძველი ტანსაცმლისგან ნახევარ საათში ახალი ქსოვილი მიიღება.