მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰარცელმა EU-საქართველოს ურთიერთობებში, სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა“ -კობახიძე

62d9c19eddd8c
თამთა ჯიჯავაძე
22.07.22 01:10
628
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა EU-საქართველოს ურთიერთობებში უარყოფითი როლი შეასრულა. მისი თქმით, ამის დამადასტურებელი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა მან დეტალები არ დაასახელა.

„იმის გამო, რომ ეს ადამიანი - კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ როგორც პოლიტიკოსი, გახდა აუცილებელი მისი საქმიანობის ისე შეფასება, როგორც შევაფასეთ. რაც შეეხება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, ამ ურთიერთობებში მან სამწუხაროდ, ძალიან უარყოფითი როლი შეასრულა.

უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, უბრალოდ დეტალებში მართლა არ მინდა შესვლა, მაგრამ შეგვიძლია პერიოდები გავიხსენოთ. ეს იყო პერიოდები, რომელიც უკავშირდებოდა 8 მარტის შეთანხმების შემდგომ კვირებს, სადაც მას ჰქონდა ისეთი პოზიცია რაღაც თემასთან დაკავშირებით, რომელიც იყო სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი.

19 აპრილის შეთანხმება როცა განიხილებოდა, იქ მოლაპარაკებების დროს მას ჰქონდა ისეთი პოზიცია, რაც სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი იყო. ამის შემდეგაც იყო გარკვეული ეპიზოდები, როდესაც ასეთი დამოკიდებულება დავინახეთ, სადაც იგი საქართველოს არ უყურებდა ბოლომდე სუვერენულ სახელმწიფოს. უყურებდა როგორც არასუვერენულ სახელმწიფოს. საჯაროდაც ბევრი განცხადება იყო, რომელიც შეიძლება უარყოფითად შევაფასოთ, თუმცა კულისებში ხდებოდა იმაზე მეტი, ვიდრე საჯაროდ და ეს დამოკიდებულება იყო საწყენი. იმიტომ რომ საქართველო ყველას მხრიდან და განსაკუთრებით დიპლომატების მხრიდან უნდა იყოს დანახული როგორც სუვერენული“, - განაცხადა კობახიძემ.

ვერ გამახსენებთ ქართველი თანამდებობის პირისგან აშშ-ის ელჩზე თავდასხმის ფაქტს - კობახიძე

აღსანიშნავია, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის რიტორიკა გააკრიტიკა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიმართ, რაც დასავლეთთან კავშირებს აზიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები