Herbalife Nutrition საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ათ წელზე მეტია საქართველოში ადამიანების ცხოვრებას ცვლის და მათ ჯანსაღ საკვებ პროდუქტებს აწვდის. კომპანია წინსვლას აგრძელებს და ეხმარება ადამიანებს, იცხოვრონ ჯანსაღად. გარდა ამისა, Herbalife Nutrition ქვეყანაში სხვადასხვა ეკო-ინიციატივებსა და გლობალური მდგრადობის პროექტებსაც ახორციელებს.
„Herbalife Nutrition დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის გლობალური ექსპერტია. კომპანიის მისიაა, გააუმჯობესოს კვებასთან დაკავშირებული ჩვევები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, გლობალურად,“ - ამბობს Herbalife Nutrition-ის ბიზნესის განვითარების უფროსი მენეჯერი, ირაკლი ჩაჩანიძე.
Herbalife Nutrition 1980 წელს დაარსდა, საქართველოში კი პროდუქცია ხელმისაწვდომი 2011 წელს გახდა. კომპანია კვების მიმართულებით მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს და მუშაობს აქტიური და დაბალანსებული ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე.
„ჩვენ ვქმნით გემრიელ, მეცნიერების მიერ შემუშავებულ ისეთ საკვებ პროდუქტებს, როგორიცაა საჭმლის შემცვლელი შეიკები, ცილოვანი ბარები, საკვები დანამატები, სპორტული საკვები და ა.შ. ჩვენი კომპანიის ყველაზე ცნობილი პროდუქტია პროტეინის შეიკი ფორმულა 1, რომელიც საქართველოში 5 არომატითაა წარმოდგენილი,“ - განმარტავს ირაკლი ჩაჩანიძე.
თბილისში ფუნქციონირებს Herbalife Nutrition გაყიდვების ცენტრი, სადაც მსურველებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ დამოუკიდებელ პარტნიორებს სპეციალური QR-კოდით ან ვებ-გვერდზე www.herbalife.ge აპლიკაციის შევსებით.
„ჩვენი ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია ექსკლუზიურად Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელი პარტნიორების დახმარებით. გარდა ამისა, ისინი ეხმარებიან მომხმარებლებს დასახული მიზნების მიღწევაში. ასე რომ, ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები ქმნიან და აწარმოებენ საკუთარ ბიზნესს, ჩვენი კომპანიის პროდუქტებით,“ - აცხადებს ირაკლი ჩაჩანიძე.
- გაიხსენეთ Herbalife Nutrition-ის პირველი ნაბიჯები ქართულ ბაზარზე. რა გზა გაიარა ბრენდმა წლების განმავლობაში და რა პოზიციას იკავებს ის დღეს?
- Herbalife Nutrition საქართველოში ოფიციალურად 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ჩვენ დავიწყეთ ძირითადი პროდუქტებით და დღეს ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე ძირითადი კატეგორია, რომელიც ჯამში ოცდაათზე მეტ პროდუქტს მოიცავს. ყველას შეუძლია, ამ პროდუქტებს შორის მისთვის საჭირო და სასურველი მოიძიოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას გახდნენ Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელი წევრები. ვგულისხმობ, რომ მათ შეუძლიათ აწარმოონ საკუთარი ბიზნესი ჩვენი კვების პროდუქტების გამოყენებით.
- ვინ არიან Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელი პარტნიორები და რა უპირატესობა აქვს ზოგადად, კომპანიასთან თანამშრომლობას?
- მსოფლიოს მასშტაბით, ჩვენს კომპანიაში დასაქმებულია 10 000-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის 300 მეცნიერია. პროდუქტი 90-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. კომპანიასა და დამოუკიდებელ პარტნიორებს შორის ძლიერი, სტაბილური ურთიერთობა ჩვენი ძირითადი ღირებულებაა. ცხადია, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს შემთხვევაშიც. ჩვენი ბიზნეს მოდელის სპეციფიკური მახასიათებელი ისაა, რომ თავად პროდუქტის გარდა, მომხმარებელი იღებს სხვაგვარ მხარდაჭერასაც. კერძოდ, ჩვენ ხელს ვუწყობთ ადამიანებს, გაიუმჯობესონ ცხოვრების სტილი დიეტური ჩვევების შეცვლით. Herbalife Nutrition-ის დამოუკიდებელი პარტნიორები ეხმარებიან მათ მიზნების დასახვაში, აწვდიან პირად რჩევებს, უყალიბებენ კვების ინდივიდუალურ გეგმებს და შემდეგ ჩართულები არიან ამ გეგმის განხორციელების მონიტორინგშიც. ასევე, ზრუნავენ მომხმარებლების მოტივაციაზეც. სწორედ ეს არის ჩვენი მოდელის უპირატესობა და ეს არის ჩვენი ძალა.
საქართველოში ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ახალგაზრდა უერთდება Herbalife Nutrition-ს. ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან და, რა თქმა უნდა, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. ზოგისთვის ეს დამატებითი შემოსავალია, ზოგისთვისაც ძირითად კარიერად იქცა. ჩვენი განსხვავებული მიდგომა გულისხმობს იმას, რომ მომხმარებლებმა მათზე მორგებული მხარდაჭერა უნდა მიიღონ, რათა ჰქონდეთ მოტივაცია და მიაღწიონ დასახულ მიზანს. აქ ასევე იგულისხმება ერთგვარი პატარა საზოგადოების ჩამოყალიბებაც, რაც ბევრს სჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრებაში გრძელვადიანი ცვლილებები შეიტანოს.
- რაც შეეხება CSR პროექტებს, რა მიმართულებით მუშაობს ახლა Herbalife Nutrition?
- რა თქმა უნდა, CSR ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის და გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით. მათ შორის ვმუშაობთ გარემოსდაცვით პროექტებზე, ასევე შიმშილის აღმოფხვრის, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიმართულებით. ძალიან ვამაყობთ, რომ კომპანიამ დააარსა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი, რომელიც წარმოდგენილია მთელს მსოფლიოში და ეხმაურება გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს - „ნულოვანი შიმშილი“. ფონდის მიზანია შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება და გაუმჯობესებული კვების და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.
ასევე, მნიშვნელოვანი მიმართულებებია ეკოლოგია და გარემოს მდგრადი განვითარება. ეკო სტანდარტები კომპანიის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, გვაქვს მწვანე კონცეფცია ჩვენს ოფისში. იგულისხმება მასალების შეგროვება და გადამუშავება. მეტიც, ჩვენი კომპანია მუშაობს პროდუქტის ახალ შეფუთვაზე, რომელიც იქნება უფრო უსაფრთხო, ფუნქციური და რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა. ასევე, ბრენდის ინოვაციური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია პლასტმასის ნარჩენების შემცირება. მუდმივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ტექნოლოგია და ბიზნეს პროცესები, რათა დავხარჯოთ ნაკლები ენერგია და რესურსები ჩვენი პროდუქციის წარმოებისა და მიწოდებისას. რაც შეეხება მასალების გადამუშავებას - შარშან, ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორების დახმარებით, 47,2 კგ პლასტმასის ნარჩენი მოვაგროვეთ. 2022 წელს მათ, ასევე, მიიღეს მონაწილეობა ძალიან სასარგებლო პროექტში - ჩვენ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთად დავრგეთ ორმოცდაათი ნერგი.
ზოგადად, როდესაც საქმე ეხება ცხოვრების ჯანსაღ წესს და დაბალანსებულ დიეტას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპორტული აქტივობის მხარდაჭერა. ასეთი აქტივობები, ძირითადად, საქველმოქმედოა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო „თბილისის მარათონი“. ამ პროექტში ჩვენი კომპანია 2018 წლიდან მონაწილეობს და საბოლოოდ ყველაზე წარმომადგენლობითი გუნდით რეკორდიც კი მოვხსენით. ჩვენი მისიაა, მხარი დავუჭიროთ და მაგალითი მივცეთ ადამიანებს ყველა შესაძლო გზით, რათა შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი უკეთესობისკენ.
- გილოცავთ Golden Brand-ის ჯილდოს მოპოვებას. როგორ ფიქრობთ, რამ მიიყვანა ბრენდი ამ წარმატებამდე და რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი აღიარება?
- დიდი მადლობა! ჩვენთვის ნამდვილად დიდი პატივია Golden Brand-ის ჯილდოს მიღება დაბალანსებული კვების კატეგორიაში. Herbalife Nutrition-მა, წლების განმავლობაში, არაერთი ჯილდო მოიპოვა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ESG აქტივობისთვის და პროდუქტისა თუ მომსახურების მაღალი ხარისხისთვის. თუმცა, ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება, მითუმეტეს, რომ საქართველოში Herbalife Nutrition-მა ჯილდო პირველად მიიღო.
გამარჯვების მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, ჩვენი დამოუკიდებელი პარტნიორების მაღალი ხარისხის მომსახურება და პროდუქტის უმაღლესი ხარისხია. თერთმეტ წელზე მეტია, რაც კომპანია საქართველოში ოპერირებს და ამ წლების განმავლობაში, უამრავი კმაყოფილი კლიენტი დაგვიგროვდა, თავიანთი წარმატების ისტორიებით. სწორედ ასეთი ისტორიებია ჩვენი კომპანიის წარმატების საფუძველი და ეს გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ Herbalife Nutrition-ის განვითარება ქართულ ბაზარზე.
* შემოსავალი და ბიზნეს შესაძლებლობები, არის ინდივიდუალური
** კარიერული წინსვლა გულისხმობს Herbalife Nutrition-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის გეგმის სწორად შესრულებას.