მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა

641ab9959d26c
BM.GE
22.03.23 12:14
854
2022 წლიდან საქართველოს აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების კომპანია „ჰიდროვეი“ შემოუერთდა, რომელიც ფერმერებს სთავაზობს მაღალტექნოლოგიურ სასოფლო-სამეურნეო სარწყავი სისტემების პროექტირებას, მასალების მიწოდებასა და მონტაჟს. თითოეული პროექტი ინდივიდუალური აგრო და ჰიდრო ინჟინრული კვლევებისა და მეცნიერული მიდგომების საფუძველზე დგება.

„ჰიდროვეი“-ს გუნდს სათავეში ჩაუდგა ჰიდროიჟინერი გურამ მოსიაშვილი, რომელმაც საქართველოს მასშტაბით 6 000 ჰექტარზე მეტი მეურნეობის გასარწყავიანება უზრუნველყო 10 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში.

„ჰიდროვეის წარმატება ფერმერების გაზრდილი, ხარისხიანი და ერთგვაროვანი პროდუქციის წარმოებაშია. ჩვენთვის თითოეული წვეთი მნიშვნელოვანია და ამ მიზნით პროექტირების ყველა ეტაპს პროფესიონალურად ვუდგებით აგრო და ჰიდრო ინჟინრული გაანგარიშებით, რათა ხელი შევუწყოთ ფერმერის ბიზნესისა და აგროსექტორის განვითარებას საქართველოში; სწორედ ამ მიზნით ბრენდის შექმნამდე მასშტაბური კვლევა ჩავატარეთ, რომელიც დღემდე გრძელდება...“ - გურამ მოსიაშვილი, დირექტორი.

„ჰიდროვეი“-მ სერვისების დაანონსებამდე ბაზარზე ოპერირება დაიწყო კვლევით, რაც მოიცავს ფერმერულ მეურნეობებში არსებული სარწყავი სისტემების გამართული მუშაობის ეფექტურობისა და ინვესტიციების უკუგების რეალურ შეფასებას. სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ჰიდროვეიმ დასახა ისეთი გრძელვადიანი სტრატეგიები, რომლებიც ფერმერთათვის საუკეთესო სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

კვლევის მიზანია, საქართველოს მასშტაბით დამონტაჟებული სარწყავი სისტემების მუშაობის ხარისხისა და ეფექტურობის შესწავლის საფუძველზე, მათი გამართვის უზრუნველყოფა და სწორი რწყვის რეკომენდაციების გაცემა კვლევაში მონაწილე ფერმერებისათვის.

კვლევის არეალმა მოიცვა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს 1350 ჰექტარი ფართობის მეურნეობები, კერძოდ კი ვენახის, კაკალის, ნუშის, თხილის, მოცვის, ბლისა და ვაშლის ბაღები.

„ჰიდროვეის მიმდინარე წლის სტრატეგიაა - სარწყავი სისტემების სწორი პროექტირებისა და ეფექტური გამოყენების შესახებ ცნობიერების ამაღლება ფერმერებში და ჯანსაღი მოთხოვნის შექმნა ბაზარზე, რომელიც სოფლის მეურნეობის პროფესიონალურად მართვას გახდის მარტივს“ - გურამ მოსიაშვილი.

რა სერვისებს სთავაზობს „ჰიდროვეი“ ფერმერებს?

„ჰიდროვეი“-ს აგრო და ჰიდრო ინჟინრების გუნდი გთავაზობთ ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართულ, რესუსრდამზოგავი საირიგაციო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟს:

• სტაციონალური საწვეთურებით;
• ინტეგრირებული წვეთოვანი მილებით;
• ნიადაგქვეშა ირიგაციას მრავალწლიანი კულტურებისათვის;
• დამაწვიმებელ სარწყავ სისტემებს;
• მიკრო სპრინკლერებს მზის პანელებისათვის;
• დამაწვიმებელ სარწყავ კოჭას;
• ცენტრალურ და ფრონტალურ პივოტებს.

სოფლის მეურნეობის ეფექტური წარმოებისათვის უმნიშვნელოვანესია სარწყავი სისტემის დაპროექტებისას გათვალისიწნებული იყოს ნიადაგურ-კლიმატური პირობების მეცნიერული კვლევები. სწორედ ამ პირობების გაუთვალისწინებლობით კვლევაში მონაწილე ბაღების უმრავლესობაში გამოიკვეთა მცენარის წყალმოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობა, აქედან გამომდინარე „ჰიდროვეი“-ს გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ არსებული სარწყავი სისტემების შესწავლა, რეპროექტირება და რეკომენდაციები თქვენი რაიონის აგროკლიმატური პირობების, ნიადაგის ტენტევადობისა და მცენარის წყალმოთხოვნილების გათვალისწინებით.

სერვისების შესახებ ინფორმაციას ვებგვერდზე www.hydroway.ge მიიღებთ, რომელიც მალე გაიხსნება.

„ჰიდროვეი“-ს მოტივაციას წარმატებული სოფლის მეურნეობა წარმოადგენს, როგორც გუნდის წევრები აღნიშნავენ, ის გზა, რაც წყალმა მცენარემდე უნდა გაიაროს არის სრულფასოვნად გასაანგარიშებელი, რადგან მათთვის თითოეული წვეთი მნიშვნელოვანია.

თვალი ვადევნოთ სარწყავი სისტემების კომპანია „ჰიდროვეი“-ს აქტივობას, რომელიც აგრარული სექტორის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.



(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები