მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Highlander 2023 - სვანეთმა მოლაშქრეების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

BM.GE
24.07.23 09:41
99
სვანეთმა გასულ უქმეებზე მოლაშქრეების მასშტაბურ ღონისძიებას HIGHLANDER-ს უმასპინძლა. ფესტივალმა, რომელიც საქართველოში უკვე მეორედ ტარდება, 10 ქვეყნის 165 მოლაშქრე გააერთიანა, რომლებმაც წინასწარ განსაზღვრული მარშრუტები დათქმულ დროში გაიარეს. პროექტის მიზანი ქვეყანაში მდგრადი ეკოლოგიურად სუფთა სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაა, რომელსაც HIGHLANDER-ის გუნდთან ერთად მხარს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის პროექტი გრეტა უჭერენ. რა გამოცდილება მიიღეს HIGHLANDER 2023 წელს როგორც ადგილობრივმა ისე საერთაშორისო ვიზიტორებმა, რა აქტივობებით იყო დატვირთული მოლაშქრეების საერთაშორისო ღონისძიება წელს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები