სასტუმროების ქსელი Hilton-ი სამსახურიდან 2,100 თანამშრომლის გაშვებას გეგმავს, რაც დასაქმებულთა, დაახლოებით, 22%-ია. Hilton-ის მენეჯმენტის განცხადებით, მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა, რის შედეგადაც, შემცირებულია მოთხოვნა მოგზაურობასა და სასტუმროებზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„Hilton-ის არსებობის 101-წლიან ისტორიას მსგავსი გლობალური კრიზისი არ ახსოვს, რომელმაც ინდუსტრია გააჩერა“, - განაცხადა Hilton-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტოფერ ნესეტამ.
ამერიკის სასტუმროების და განსახლების ასოციაციის განცხადებით, სასტუმროების ბიზნესმა აშშ-ში 30 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოსავალი დაკარგა და 10 სასტუმროდან 6 სასტუმრო თავისუფალია.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებები, ასევე, გააკეთეს Hyatt-მა და Marriott-მა.
გამოცემის მიხედვით, მიუხედავად კრიზისული მდგომარეობისა, მაისში ინდუსტრიაში მდგომარეობა უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა, რადგან სექტორმა აპრილში დაფიქსირებული 7.7 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვის შემდეგ 2.5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა მოახერხა.